ცენტრალურ აფრიკაში მდებარე სახელმწიფო კონგოში ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე 4 მილიონზე მეტი ბავშვი დაობლდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში თითოეულმა მათგანმა ერთი მშობელი მაინც დაკარგა.

ფოტო: taiwannews

დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში საერთო ჯამში 26 მილიონი ობოლი ბავშვი ცხოვრობს. ხოლო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ეს სამხრეთ აზიის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია მსოფლიოში.

ეს ბავშვები ეთნიკური შუღლისა და ძვირფასი რესურსებისათვის გაჩაღებული ომების ფონზე იზრდებიან. ისინი იძულებული არიან, იზრუნონ როგორც საკუთარ თავზე, ასევე პატარა და-ძმებზე. მუდმივი არეულობის ფონზე ბავშვები ხშირად ხდებიან ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი.

მათ შორის არის 12 წლის ენუარიტა მაჰორო.

მათ ჩემი მშობლები დახოცეს და მაინტერესებს მე რატომ შემინარჩუნეს სიცოცხლე

ფოტო: taiwannews

12 წლის ენუარიტა თანდაყოლილი ტრავმის გამო მარჯვენა ხელს ვერ იყენებს. 2014 წლამდე ის მამასთან ერთად ცხოვრობდა, მოგვიანებით კი მამა გარდაეცვალა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ გოგონა კივანჯაში, ბებიასთან და ბაბუასთან გადავიდა საცხოვრებლად. ბაბუის გარდაცვალების შემდეგ მას ბებიას მიტოვება და სამუშაოდ წასვლა მოუწია, რათა თავი გამოეკვება, თუმცა ავადმყოფობის გამო მუშაობა ვერ მოახერხა. საბოლოოდ ენუარიტა ობოლთა თავშესაფარში მოხვდა.