ქალაქში სუპერგმირები გამოჩნდნენ
აღმოჩნდა, რომ ცხოვრებაში ბევრად უფრო მეტ სუპერგმირს შეიძლება შევხვდეთ, ვიდრე კომიქსებსა და ფილმებში. სუპერგმირები ჩვენს შორის ცხოვრობენ, შეიძლება ვიცნობთ კიდეც, მეტიც, შეიძლება თქვენ, ვინც ახლა ამას კითხულობთ, თავად აღმოჩნდეთ სუპერგმირი!
პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, ახალი სუპერ რეალური სამყარო შეიქმნა. საქველმოქმედო პლატფორმა supergmiri.ge ადამიანებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ პირდაპირ ქველმოქმედებაში და დაეხმარონ ბავშვებს, რომლებსაც სუპერგმირების არსებობა ყველაზე მეტად სჭირდებათ.
პროექტის მიზანია ყველას გააგებინოს ბავშვების ხმა, რომელიც სამწუხაროდ ხშირად ჩვენამდე არ მოდის, და რეალური და ხანგრძლივი გავლენა იქონიოს მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამისთვის ვებ პლატფორმაზე მომავალი სუპერგმირები შეძლებენ გაიცნონ და გაიგონ ბავშვების ისტორიები. ბავშვების, რომლებსაც მთელი საქართველოს მასშტაბით ვეძებთ,
რომლებიც ხელმომჭირნე ოჯახებიდან არიან, რომლებსაც მეგობარი და მენტორი სჭირდებათ, და რომლებიც უბრალოდ სუპერგმირებს ელოდებიან.
სუპერგმირების ყურადღების მისაქცევად ყველაზე სუპერგმირული გზა შევარჩიეთ. ქალაქის სხვადასხვა ადგილას მინათებული ჩვენი სიმბოლოს გამოყენებით, კლასიკური ბეტ-სიგნალის მსგავსად, სუპერგმირებს გადავეცით მთავარი მესიჯი, რომ მათი დახმარება სასწრაფოდ გვჭირდება. ამ გზით შევეცადეთ მოვიხმოთ მომავალი გმირები და მოვუწოდოთ მათი ახალი მისიის შესრულებისკენ.
თუ თქვენ როდესმე გიოცნებიათ სუპერგმირობაზე, სუპერძალაზე, რომლითაც სხვას დაეხმარებით, შეგიძლიათ მარტივად გახდეთ ბავშვისთვის ის ადამიანი, ვინც მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა და თავისი სუპერძალა სიკეთეს მოახმარა.
ამისთვის, ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ, მომავალი სუპერგმირი თავად ირჩევს ბავშვს, რომელსაც ხანგრძლივად და სისტემატურად დაეხმარება, როგორც ყოველთვიურად მატერიალური მხარდაჭერით თუ საჩუქრებით, ასევე გახდება მისი მეგობარი, რჩევებს მისცემს, ემოციებს გაიზიარებს და ცხოვრებას გაუფერადებს. სუპერგმირმა შეიძლება დასახმარებლად თავის მეგობრებსაც მოუხმოს და ერთად შეკრან სუპერგმირთა არმია, რომელიც გაერთიანებული ძალებით იზრუნებს ბავშვის მომავალზე.
პლატფორმა ითვალისწინებს ყოველთვიური სპონსორობის 100 ლარიან პაკეტს, რომელშიც გაერთიანებულია ბავშვის ასაკის შესაბამისი საჭიროების პროდუქტები. სუპერგმირს საშუალება ეძლევა დაამყაროს ინდივიდუალური ურთიერთობა ბავშვთან, გაცვალოს მასთან წერილები, ნივთები და გარკვეული პერიოდულობით შეხვდეს კიდევაც მას. ყოველთვიური დონაციის სრული თანხა პირდაპირ ბავშვებთან მიდის და მხოლოდ მათ ხმარდება, ყველა გზავნილი გამჭირვალეა და ყოველთვიურად სუპერგმირები იღებენ შესაბამის ონლაინ რეპორტს.
დაფიქრდით, ეგებ თქვენც აღმოგაჩნდეთ სუპერგმირობისთვის საჭირო სუპერძალა, ესტუმრეთ www.supergmiri.ge-ს სამყაროს და შეცვალეთ ბავშვების მომავალი.
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
კომენტარები