სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 40 მილიონი ლარი ტენდერების გარეშე იხარჯება — TI
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო(TI) აცხადებს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც ყოველწლიურად 40 მილიონი ლარია, მეორე წელია, ტენდერების გარეშე, კორუფციული რისკის მატარებელი გამარტივებული შესყიდვის პროცედურით იხარჯება.
მათივე ინფორმაციით, ქვეყნის 54 მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად რამდენიმე ათასი კონტრაქტის გამარტივებული (ე.წ. პირდაპირი) შესყიდვის გზით განხორციელებაზე თანხმობა საქართველოს მთავრობამ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უკვე ორჯერ გასცეს.
"გამარტივებული შესყიდვის ასეთი მასშტაბით გამოყენება მუნიციპალურ დონეზე ამცირებს გამჭვირვალობას და კონკურენციას და, შესაბამისად, ზრდის კორუფციის რისკებს. გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო უარს ამბობს კონკურენტული პროცედურების შედეგად მიღებულ პოტენციურ სარგებელზე, როგორიცაა სახსრების დაზოგვა და რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობის წახალისება სახელმწიფო შესყიდვებში.
განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად რამდენიმე ათასი შესყიდვისთვის გამარტივებული პროცედურის გამოყენებაზე გაიცემა ერთიანი თანხმობა, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც, თანხმობა ყოველ შესყიდვაზე ინდივიდუალურად უნდა გაიცემოდეს. ის ფაქტი, რომ სოფლის პროგრამის შემთხვევაში ერთიანი თანხმობა მეორე წელია უპრობლემოდ გაიცემა, მიანიშნებს იმაზე, რომ მკვიდრდება ახალი, მავნე და კანონთან შეუსაბამო პრაქტიკა", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, კანონის მიხედვით, ერთობლივი შესყიდვის პროცედურა გამოიყენება ყოველ ჯერზე მხოლოდ ერთი შესყიდვის ჩასატარებლად და შესაბამისად, ერთობლივი შესყიდვის პროცედურის გამოყენებით არ უნდა იყოს შესაძლებელი გამარტივებული შესყიდვის ნებართვის მიღება ერთდროულად ერთზე მეტ შესყიდვაზე. თუმცა, მათი ინფორმაციით, სწორედ ეს ხდება სოფლის პროგრამის შემთხვევაში 2019 წლიდან.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ უკვე მეორე წელია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, 54 მუნიციპალიტეტის სახელით, ითხოვს 80 მილიონი ლარის საერთო ღირებულების რამდენიმე ათას ინდივიდუალურ შესყიდვაზე გამარტივებული წესის გამოყენების ერთიან ნებართვას, რაზეც იღებს თანხმობას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან.
TI-სთვის გაუგებარია, რატომ გასცემს შესყიდვების სააგენტო კანონთან შეუსაბამო ერთიან თანხმობას სოფლის პროგრამის მთლიანად გამარტივებული შესყიდვით გახარჯვაზე.
"სოფლის პროგრამის შემთხვევამ შექმნა სახიფათო პრეცედენტი, როდესაც მრავალ შესყიდვაზე შეიძლება გაიცეს გამარტივებული შესყიდვის ერთიანი ნებართვა. გარდა იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, ის პირდაპირ ეწინააღმდეგება შესყიდვების სააგენტოს გაცხადებულ მიზანს, შემცირდეს გამარტივებული შესყიდვების წილი სახელმწიფო შესყიდვებში. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა შთამბეჭდავი შედეგი გამოიღო – 2016-2018 წლებში გამარტივებული შესყიდვის წილი სახელმწიფო შესყიდვებში 37%-დან 19%-მდე შემცირდა", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
როგორც ორგანიაზიაციაში აღნიშნავენ, მთავრობისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილება, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ყოველ წელს 40 მილიონის საერთო ღირებულების რამდენიმე ათასი კონტრაქტი სწორედ ამ გზით გაიხარჯოს, შეიძლება შეფასდეს, "როგორც უკანონო, და ასევე უპასუხისმგებლო და კორუფციის წამახალისებელი".
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მოუწოდებს, რეეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, უარი თქვან საკუთარ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი 40 მილიონი ლარის ღირებულების ათასობით შესყიდვაზე გაიცა გამარტივებული წესის გამოყენების კანონთან შეუსაბამო ერთიანი ნებართვა.
მათი თქმით, აუცილებელია სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გაიხარჯოს მეტად გამჭვირვალე, კონკურენტულ და სამართლიან პირობებში.
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
კომენტარები