დიდი ბრიტანეთის დედოფალი უიძორის სასახლეში ცხენით სეირნობის დროს გადაიღეს. კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის დაწყების შემდეგ ის კამერებმა პირველად დააფიქსირეს.

შაბათ-კვირას 94 წლის ელისაბედი 14 წლის ინგლისური ჯიშის პონიზე, სახელად ბალმორალ ფერნიზე გადაიღეს. როგორც ცნობილია, დედოფალი უინძორის მამულში ცხენით ხშირად ჯირითობს — ეს ადგილი მისი საყვარელი სამეფო რეზიდენციაა.

ფოტო: PA Media

დედოფალი სასახლეში იზოლაციას ქმართან, 98 წლის პრინც ფილიპთან და სასახლის თანამშრომლების მცირე გუნდთან ერთად განაგრძობს.

დედოფალი კამერებმა ბოლოს 19 მარტს, ბუკინგემის სასახლესთან გადაიღეს.

ფოტო: PA Media

ელისაბედ მეორე თავის ცხენზე გასულ წლებშიც ხშირად გადაუღიათ.