გაჩნდა 2 ახალი კლასტერი, არ გვაქვს არანაირი სურვილი ეკონომიკის ხელახალი გადაკეტვის — გახარია
საქართველოს პრემიერმინისტრი ბოლო დღეებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატებას ეხმაურება და მოქალაქეებს წესების დაცვისკენ მოუწოდებს. გახარია აღნიშნავს, რომ მთავრობას ეკონომიკის ხელახლა გადაკეტვის სურვილი არ აქვს.
"ჩვენ იძულებული ვართ ნელნელა ეკონომიკა გავხსნათ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი სურვილი უკან დაბრუნების, ეკონომიკის შემდგომი ან ხელახალი დახურვის და გადაკეტვის. უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობას გააზრებული აქვს ის სოციალური დახმარება, რომელსაც ჩვენ ვუწევთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი. ეს სოციალური დახმარება არ არის საკმარისი, ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეკონომიკა და ადამიანებს მივცეთ საშუალება აღიდგინონ ის შემოსავალი, რომელიც მათ ჩვეულებრივ, კოვიდამდე ჰქონდათ. შემოსავალი, რომელიც მათ უნდა მიიტანონ ოჯახში და დაიბრუნონ ცხოვრების ის დონე, ჰქონდათ წლის დასაწყისში", — თქვა გახარიამ.
მისივე თქმით, ეკონომიკა და ტურიზმი უკიდურესად ფრთხილად გაიხსნება და მოქალაქეების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ. მან მოსახლეობას მოუწოდა ატარონ ნიღბები და დაიცვან სხვა წესებიც, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეკონომიკის აღდგენის პოტენციალი, "რომელიც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს, ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, განსაკუთრებით რეგიონში".
"ჩვენ ჩვენი მოქალაქეების დახმარება გვჭირდება იმაში, რომ დავიცვათ წესრიგი, ვატაროთ ნიღაბი, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რაც მთავარია, გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. მერწმუნეთ, რომ ჩვენ აქედან გამოვალთ კიდევ უფრო გაძლიერებულები და საქართველო შეძლებს, პატარა ქვეყანა, დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი, შეძლო კრიზისთან ადაპტაცია, შეძლო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება იმისთვის, რომ სწრაფად გამოავლინოს, სწრაფად უმკურნალოს და სწრაფად დააბრუნოს ეკონომიკურ საქმიანობაში მოქალაქეები და სტუმრები, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც გახსნის ტურიზმს. ამიტომ დავიცვათ წესები", — თქვა გახარიამ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები