ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მათი მოლოდინი არ გამართლდა და მოქალაქეები საზოგადოებრივ ტრანსპორტში მთავრობის მიერ დაწესებულ ნორმებს მკაცრად იცავენ. ამ თემაზე მინისტრმა მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენ დღესდღეობით ვაკვირდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის შემთხვევაში ის გარკევული რისკები, რომელის მოლოდინიც ჩვენ გვქონდა არ გამართლდა და ჩვენი მოქალაქეები მკაცრად იცავენ იმ ნორმებს, რომელიც არის მოწოდებული", — თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძემ იმედი გამოთქვა, რომ ყველა სხვა მიმართულებითაც, რომელიც ეტაპობრივად გაიხსნება, მოქალაქეები იგივე მიდგომას გამოიჩენენ. მისი თქმით, თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენება გარანტიაა, რომ ინფექციის დიდი გავრცელება არ მოხდება.