პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და თავშეყრის ადგილებში ნიღაბი ატარონ. როგორც პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა, ბოლო ორ დღეში თბილისსა და მარნეულში კორონავირუსის ორი ახალი კლასტერი გაჩნდა.

მისივე თქმით, ცალკეული ვერც ერთი ქვეყანა კორონავირუსს ვერ დაამარცხებს, რადგან ეს გლობალური პანდემიაა.

"ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ამოცანაა, ეფექტური კონტროლი ვირუსის გავრცელების როგორც დროში სისწრაფე, ისე გეოგრაფიულად სივრცეში. მაგრამ აქ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა არის ელემენტარული წესების დაცვა. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, ყოველთვის ვატაროთ ნიღაბი, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და თავშეყრის ადგილებში. ამას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა", — განაცხადა პრემიერმა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 794 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 624 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 12. კარანტინის რეჟიმში 2 494 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 301.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: