მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს აქამდე რეკლამა არ ჰქონია, კომპანია ძალიან წარმატებულია. მისი ღირებულება ერთდროულად Ford-ზე, General Motors-ზე და Fiat-Chrysler-ზე მეტია. მიუხედავად ამისა, ერთ აქციონერს სურს, რომ კომპანიამ რეკლამების გაკეთება დაიწყოს.

ივლისში კომპანიის მეწილეები ინვესტორი ჯეიმს დანფორთის ინიციატივას, თითოეულ წარმოებულ მანქანაზე, რეკლამაში 50$ დაიხარჯოს, ხმას მისცემენ. დანფორთის თქმით, Tesla-ს რეკლამები "პროდუქტის და ბრენდის ცნობადობას გაზრდის".

დანფორტის თქმით, პროდუქტის რეკლამირება მნიშვნელოვანი მას შემდეგ გახდა, რაც Tesla-მ Q1-19-ის შესახებ გამოაცხადა და რაც Tesla-მ ბევრი მაღაზია დახურა, რის შემდეგ კომპანია მეტწილად ონლაინ-გაყიდვებზე გადავიდა.

დენფორტი მიიჩნევს, რომ მარკეტინგი კომპანიის წინააღმდეგ წარმართულ დეზინფორმაციის კამპანიებსაც შეამცირებს.

ერთი ინვესტორის მოტივაციის მიუხედავად, საეჭვოა, რომ Tesla-ს აქციონერები ინიციატივას მხარს დაუჭერენ. უშუალოდ ილონ მასკი მიიჩნევს, რომ ტესლას სარეკლამო კამპანია არ სჭირდება:

"ამ მომენტში ჩვენ რეკლამირების გეგმა არ გვაქვს", —განაცხადა მასკმა 2019 წელს."ცხადია, მომავალში შესაძლოა რეკლამები გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხალხს ჩვენი პროდუქტის შესახებ ვამცნოთ". თუმცა, მასკი ხაზს უსვამს, რომ სარეკლამო კამპანიის გაკეთების შემთხვევაშიც კი, კომპანია მარკეტინგის "სტანდარტულ ხრიკებს" არ გამოიყენებს.