GIPA-ს სტუდენტები ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯის" დასახმარებლად პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში
GIPA-ს PR მიმართულების მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები გაერთიანდნენ ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯის" დასახმარებლად და გადაწყვიტეს, მცირედი წვლილი შეიტანონ პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევის პროცესში ორგანიზაციის საქმიანობის მიმდინარეობისას.
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი" დაარსდა 1998 წელს. მისი მისიაა, უზრუნველყოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების ღირსეული ცხოვრება ისეთი პროგრამების მეშვეობით, როგორიცაა: ადრეული განვითარების პროგრამა — სენსორული თერაპია, სამედიცინო მომსახურება, მეტყველების და კვების თერაპია, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მომსახურება და ბინაზე მოვლა მძიმე და ღრმა ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდვების მქონე ბავშვებისათვის.
პროექტის ფარგლებში, GIPA-ს სტუდენტების ინიციატივით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ორგანიზაცია "პირველ ნაბიჯს" სტუდენტებისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფისგან გადაეცემა მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები, ხელთათმანები, დეზობარიერები, დისპენსერები და სხვა სადეზინფექციო საშუალებები.
აღნიშნული პროექტის მიზანია, ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯის" ბენეფიციარების უსაფრთხოების დაცვა და ჯანმრთელობის ხელშეწყობა, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ განვითარება და ორგანიზაციის სრული მომსახურეობით სარგებლობა, სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვით.
GIPA-ს სტუდენტებს სურთ, უფრო მეტი მასშტაბურობისთვის, გამოიწვიონ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ისინიც ჩართონ მსგავს პროექტებსა და ღონისძიებებში.
პროექტს მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, მრავალჯერადი პირბადეების მწარმოებელი კომპანია "ნანო მასკი", ლიცენზირებული სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი კომპანია "გარდიანი" და 4000-ზე მეტი დასახელების პროდუქტის იმპორტიორი კომპანია "მეგა ჰოულდინგ", რომელიც ტელემარკეტინგის სფეროში მოღვაწეობს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ანჯაფარიძე, პროექტის ორგანიზატორი
ტელ: 557383883, ელ-ფოსტა: [email protected]
ხატია ჟორჟოლიანი, პროექტის მენეჯერი
ტელ: 514155335, ელ-ფოსტა: [email protected]
-
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
კომენტარები