შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ პირველი ივნისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განაახლა. ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ავრცელებს განცხადებას.

უწყების ცნობით, დღეიდან სააგენტო მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება. მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.