სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ პაშინიანს, კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ მან პირველ ივნისს, ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა. პრემიერის თქმით, კორონავირუსი მისი ოჯახის წევრებსაც დაუდასტურდათ.

როგორც მან მიმართვის დროს ისაუბრა, დაავადება სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და მუშაობას პრემიერმინისტრის რეზიდენციიდან გააგრძელებს.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 9 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 130-ს გადასცდა.