ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავიდან მოქალაქემ საცხოვრებელ სახლთან შველი იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მოქალაქემ დეპარტამენტის ცხელ დარეკა და შველი პოვნის შესახებ განაცხადა.

"შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და შველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს. მკურნალობის დასრულების შემდგომ, ვეტერინარის რეკომენდაციის საფუძველზე, შველს ველურ ბუნებაში გაუშვებენ", — აცხადებენ დეპარტამენტში.