1 ივნისს, 18:00 საათზე ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაავადებათა კოტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით პატარა მსმენელისათვის ტარდება ონლაინ ჩართვა "კითხვის საათი გიორგი კეკელიძესთან ერთად".

ფოტო: sulakauri.ge

ონლაინ ჩართვის დროს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, გიორგი კეკელიძე პატარებისათვის (და მათი ოჯახის წევრებისთვის) წაიკითხავს ბრიტანული საბავშვო გამომცემლობის Nosy Crow წიგნს კორონავირუსზე. ბავშვებს საშუალება ექნებათ დასვან მათთვის საინტერესო კითხვები.

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს მითითებულ ბმულზე გადასვლით.

ორგანიზატორების მიზანია ბავშვებში სწორი ქცევითი უნარ-ჩვევების პოპულარიზაცია, რაც COVID-19-ისგან თავის დასაცავად უაღრესად მნიშვნელოვანია.

წიგნის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლით იხილოთ ამ ბმულზე.