ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოებამ არსებული რეკომენდაციები დაივიწყოს.

"პანიკა არასდროს არ არის კარგი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს, რომ ვირუსი აღმოიფხვრა და ვირუსის გავრცელების რისკი არის მინიმალური. ვირუსის გავრცელების რისკი დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით რეალურად არის დაბალი, ეს არის 1-ზე ნაკლები, ის კი არა 0.5-ზე ნაკლებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელება ხდება ძალიან შეზღუდულად და კარგი საშუალება გვაქვს იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დავივიწყოთ ყველა ის დამცავი ქცევა რომელიც რეკომენდირებული იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში", — განუცხადა რუსთავი 2-ს გაბუნიამ.

ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 783 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 605 ადამიანი, გარდაცვლილი კი 12.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: