თბილისში, უჯარმის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით კაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

როგორც საქართველოს On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.