როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად
მოგზაურობა ყველასათვის სასიამოვნო ემოციებთან და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებთან ასოცირდება. უცხო ქვეყნისა და კულტურის გაცნობა ნამდვილად ყველაზე საინტერესო და სასურველი გამოცდილებაა, თუმცა ავიაბილეთები ფასების გამო ადამიანთა უმეტესობას სამოგზაუროდ წასვლა ძვირ სიამოვნებად ან აუხდენელ ოცნებად მიაჩნია. ალბათ, ამ ადამიანებმა არ იციან, რომ სხვადასხვა ხერხებისა და ხრიკების საშუალებით მოგზაურობა იმაზე მარტივი და ხელმისაწვდომია, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.
გაეცანით რამდენიმე ხერხს, რომლის გათვალისწინებით შეძლებთ დაჯავშნოთ ავიაბილეთები იაფად და თქვენი ოცნების ქვეყნისკენ გაეშუროთ.
1. შეიძინეთ ავიაბილეთები წინასწარ
თუ მოგზაურობის დაგეგმვას 40-60 დღით ადრე დაიწყებთ, შეძლებთ, ავიაბილეთები იმაზე დაბალ ფასად შეიძინოთ, ვიდრე ამას რამდენიმე დღით ადრე შეძლებდით. სტატისტიკურად, ავიაკომპანიები დაბალ ფასებს სწორედ თვენახევრით ან ორი თვით ადრე გვთავაზობენ, ხოლო როდესაც ფრენამდე არსებული დრო მცირდება და ადგილების რაოდენობაც იზღუდება, ავიაბილეთების ფასები იზრდება.
2. უარი თქვით სეზონურ მოგზაურობაზე
მართალია, ზაფხული და საშობაო პერიოდი სამოგზაუროდ ყველაზე მიმზიდველად გამოიყურება და ეს ავიაკომპანიებმაც კარგად იციან. სწორედ ამიტომ, ყველაზე მოთხოვნად სეზონებზე ფასები ავიაბილეთები ფასები ყოველთვის მაღალია. ამიტომ, თუ თქვენთვის პრიორიტეტი დაბალბიუჯეტური მოგზაურობაა, ამისათვის არასეზონური პერიოდი შეარჩიეთ.
3. სწორად შეარჩიეთ კვირის მონაკვეთი
სამოგზაუროდ უმჯობესია თუ აირჩევთ შუა კვირას და უარს იტყვით შაბათ-კვირაზე, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურთა რაოდენობა შედარებით დაბალია და ავიაბილეთების შეძენაც უფრო ხელსაყრელ ფასად არის შესაძლებელი.
4. შეარჩიეთ რეისი დღის მონაკვეთის მიხედვით
თუ თქვენ გადაწყვეტთ რომ შეიძინოთ დილის ან ღამის რეისი, ეს თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის. დღის ამ მონაკვეთებში ფრენის მსურველთა რიცხვი ნაკლებია დილით ადრე ადგომის ან ღამის გათენებით გამოწვეული დისკომფორტის
გამო.
5. არ იყოთ ორიენტირებული კონკრეტულ თარიღებზე
თუ თქვენ გექნებათ განსაზღვრული რიცხვები სამოგზაუროდ წასასვლელად, ამ შემთხვევაში რთული იქნება კარგი შეთავაზებით ისარგებლოთ. ზოგჯერ ფასები იმდენად განსხვავებულია დღეების მიხედვით, რომ თუ თარიღს შეცვლით, საკმაოდ დიდი თანხას დაზოგავთ. საუკეთესო გზაა, რომ ავიაბილეთების მოძებნისას მოქნილი გრაფიკის ფუნქცია ანუ კალენდარი, სადაც ფასები ყველა თარიღზეა ნაჩვენები და ასე დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა.
6. შეიძინეთ ორი გზის ავიაბილეთი ერთდროულად
თუ ორმხრივი ავიაბილეთის შეძენა გაქვთ დაგეგმილი, უმჯობესია თუ თავიდანვე ერთად შეიძენთ, რადგან ამ შემთხვევაში ავიაკომპანიები თუ სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის დროს.
7. ისარგებლეთ რამდენიმე ტრანსპორტით
შეიძლება დამღლელად მოგეჩვენოთ, მაგრამ თქვენთვის სასურველ ქვეყანაში ან ქალაქში მოსახვედრად თვითმფრინავთან ერთად შეგიძლიათ სხვა ტრანსპორტიც გამოიყენოთ. მაგალითად, აირჩიეთ ახლომდებარე ქვეყანა, სადაც ავიაბილეთების ფასი შედარებით დაბალია და შემდეგ ავტობუსით ან მატარებლით გაემგზავრეთ თქვენს საოცნებო ადგილას. ასე შეძლებთ თანხის დაზოგვასთან ერთად სხვა ქვეყანაც მოინახულოთ.
8. ავიაბილეთების მოსაძებნად გამოიყენეთ საძიებო სისტემა
საკმაოდ მნიშვნელოვანია ავიაბილეთების მოსაძებნად გამოიყენოთ ისეთი სისტემა, რომელიც ამ პროცესს თქვენთვის კომფორტულს გახდის და იაფი ავიაბილეთების აღმოჩენაში დაგეხმარებათ. სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისია Avia.ge, რომელიც საკმაოდ მარტივ და მომხმარებელზე ორიენტირებულ საძიებო სისტემას წარმოადგენს. ამასთანავე, Avia.ge გთავაზობთ თითქმის ყველა არსებული ავიაკომპანიის რეისებს და მათ ფასებს, რაც ნამდვილად დაგეხმარებათ იაფი ავიაბილეთების შეძენაში.
სტატია განთავსებულია მცირე ბიზნესების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც On.ge-მ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო კომპანიების, გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლების, ქართული სტარტაპების ბაზარზე ღირსეულად დაბრუნების მიზნით წამოიწყო. ინიციატივის შესახებ გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან.
-
გადახედვაქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები ქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
კომენტარები