ინტერნეტ სივრცეში, სადაც არაერთ ონლაინ მაღაზიას ვაწყდებით სისწრაფე თქვენს ბიზნესს კონკურენტუნარიანს ხდის.

"თუკი თქვენი ბიზნესი არ არის ონლაინში, თქვენ არ ხართ ბიზნესში", — ბილ გეითსის ეს ცნობილი რჩევა წარსულს ჩაბარდა, რადგან მას უკვე ყველა ითვალისწინებს.

ელექტრონული ვაჭრობა თანამედროვეობის დიდი გამოწვევაა. სტატისტიკაში გაზრდილ მოთხოვნას ვხედავთ, პანდემიურ პერიოდში კი იგი ვაჭრობის ერთადერთ საშუალებად იქცა. ყოველდღიურად იქმნება ათობით ვებ-გვერდი, რაც კონკურენციას ართულებს.

ჯერ კიდევ 2017 წელს Google-ის ჩატარებული კვლევები მოწმობდა, რომ ვებ-გვერდების სისწრაფე გაყიდვებისთვის გადამწყვეტია:

“მომხმარებლების 53% ტოვებს საიტს, თუკი ის 3 წამზე მეტ ხანს იტვირთება," — Dainial An, Google.

დროის სვლასთან ერთად ეს ციფრიც მცირდება. მომხმარებელი უფრო მოუთმენელი ხდება და პროდუქტებზე ინფორმაციის სწრაფად მიღება სურს. ამ ინფორმაციულ ომში კი იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე სწრაფია.

ჰოსტნოუდსი ბიზნესებს ეხმარება თავიანთი ვებ-გვერდები აასწრაფონ და მომხმარებლებს საიტზე წვდომა გაუმარტივონ.

ჰოსტინგი 2016 წელს შეიქმნა, რომლის მიზანიც არამხოლოდ ქართული, არამედ უცხოური ჰოსტინგების კონკურენცია გახლდათ. ამისათვის კი აქცენტი სისწრაფესა და მომსახურების სიმარტივეზე გაკეთდა.

"ძალიან სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება" - მსგავს შეფასებებს კომპანიის Facebook გვერდზე ხშირად ამოიკითხავთ.

ამგვარი სიტყვების მიზეზი ისიცაა, რომ მომხმარებლებს დეველოპერები ემსახურებიან, რომლებიც თავად ქმნიან ვებ-გვერდებს ელ.კომერციისთვის. კვალიფიციური მხარდაჭერა კი ყველას სიამოვნებს.

ჰოსტინგის განვითარებაზე აქტიური მუშაობა კვლავაც მიმდინარეობს. გვპირდებიან, რომ ვებ-გვერდებთან დაკავშირებული სერვისების მიღება ერთ სივრცეში გახდება შესაძლებელი.

სერვისებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

სტატია განთავსებულია მცირე ბიზნესების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც On.ge-მ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო კომპანიების, გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლების, ქართული სტარტაპების ბაზარზე ღირსეულად დაბრუნების მიზნით წამოიწყო. ინიციატივის შესახებ გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან.