საქართველოს ეროვნული ლატარია საქველმოქმედო პროგრამაში ჩაერთო
ლატარიის თამაშის დროს ლატარიის მოყვარულები ქველმოქმედები ავტომატურად ხდებიან, რადგან ყოველი გაყიდული ლატარიის ბილეთიდან შემოსული თანხის ნაწილი სწორედ სოციალური პროექტებს ხმარდება.
საქართველოს ეროვნული ლატარია სოციალური პროექტებს ახორციელებს სპორტის, განათლების მიმართულებით და რა თქმა უნდა, მომხმარებლების დახმარებით გვერდში უდგას სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს.
ამჯერად, კომპანია ჩაერთო საქველმოქმედო ფონდ მომავლის გზის "ოჯახის გაძლიერების" პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს მათთვის ყველაზე საჭირო ნივთები გადასცა.
ელისო გაბელაია უკვე შვიდი წელია, რაც 4 შვილს მარტოდ ზრდის და შვიდი წელია გლდანის რაიონის გამგეობის ყოფილ შენობაში ცხოვრობს. ელისოს ისტორიამ თავის დროზე მთელი საქართველო შეძრა, ის ძალადობის მსხვერპლია, ყოფილმა მეუღლემ მისი მოკვდინება, იმ დროს მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ სცადა, ელისო სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. ელისოს შემოსავალი მწირია და ის ოჯახს საკვებისთვისაც ძლივს ჰყოფნის. ელისოს თხოვნით საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ მას გაზქურა შეუძინა, რომელის ყიდვის საშუალება გაბელიების ოჯახს ნამდვილად არ ჰქონდა. როგორც ელისო გაბელია ამბობს, ამიერიდან ის შვილებს ცხელ და გემრიელ საკვებს მოუმზადებს.
ლია ბრეგვაძე - ქალბატონი ლია 84 წლის მარტოხელა მოხუცია, რომელსაც მუშაობის 50 წლის სტაჟი აქვს და ამით ის ძალიან ამაყობს. ასაკის მიუხედავად, ქალბატონმა ლიამ სამსახურს თავი სულ რამდენიმე თვეა რაც დაანება. სათნო მოხუცი დამსახურებული მედდაა და 50 წელი სწორედ თავის საყვარელ პროფესიას მოახმარა. ლია ბრეგვაძე ჩუღურეთის რაიონში, ძველი თბილისისთვის სახასიათო ძველ იტალიურ ეზოში, მოკრძალებულ ოროთახიან ბინაში ცხოვრობს. კომფორტისთვის ბევრი რამ აკლია, თუმცა მისივე თხოვნით საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ ამ ეტაპზე დამსახურებული პენსიონერი მისთვის ყველაზე სასურველი ნივთით - ტელევიზორით დაასაჩუქრა და ასევე სუპერმარკეტ ,,მაგნიტის’’ კვების ვაუჩერიც გადასცა. საქართველოს ეროვნული ლატარია ქალბატონ ლიას დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უსურვებს.
ლალი მაზმიშვილი - ქალბატონი ლალი 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად საქველმოქმედო ფონდ მომავლის გზის სოციალურ პანსიონში ცხოვრობს. ლალის მეუღლე პირველი ჯგუფის ინვალიდია და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის ვერ ახერხებს ოჯახის შენახვას. მუშაობას ვერც ქალბატონი ლია ახერხებს, რადგან სამ მცირეწლოვან შვილს ყურადღება და აღზრდა სჭირდება. ოჯახს თავი სოციალური დახმარებით და ფონდის შემოწირულობით გააქვს. ლია მაზმიშვილი 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად პანსიონის ერთ ოთახში ცხოვრობს, რომელსაც მეორადი განათება აქვს და შესაბამისად ბავშვებს არაჯანსაღ გარემოში უწევთ ცხოვრება. საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ, გამოიკითხა ოჯახის მდგომარეობა, მათ კონდიციონერი აჩუქა, რადგან მაზმიშვილების ბავშვებმა მეტნაკლებად ჯანსაღ პირობებში და ზაფხულში გრილ გარემოში შეძლონ ცხოვრება.
საქართველოს ეროვნული ლატარია თავის მომხმარებელთან ერთად მომავალშიც გააგრძელებს სოციალურ აქტივობას, რადგან კიდევ ბევრ მრავალშვილიან ოჯახს, ბევრ მარტოხელა მოხუცსა და თუ დედას ჩვენი თანადგომა სჭირდება.
"შეიძინეთ ლატარიის ბილეთები, ითამაშეთ, მოიგეთ და ამავდროულად გახდით ქველმოქმედების მონაწილე!" — აცხადებენ საქართველოს ეროვნული ლატარიაში
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები