დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღავენელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში სახმელეთო გზებით შემოსული ყველა ტრაილერის მძღოლის სწრაფი ტესტირება მიმდინარეობს. მისი თქმით, ტრაილერის მძღოლების ტესტირება 29 მაისიდან დაიწყო.

"ყველა ტრაილერის მძღოლის, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო გადმოსასვლელებით, ადგილზე სწრაფი ტესტებით ტესტირების. პარალელურად, დაიწყო მათი ნაცხის აღება, რომელიც ასევე სწრაფი ტესტით ისინჯება ანტიგენზე. თუ რომელიმეზე ან საეჭვო ან დადებითი პასუხია ადამიანი გადადის საკარანტინო ზონაში და იქ უტარდება PCR ტექნოლოგიით კვლევა. მაქსიმალურად გვინდა, ავიცილოთ ტრაილერების მძღოლებით შესაძლო ინფიცირების იმპორტი ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ ამ პროცესის გაჩერება არ შეიძლება, მისით ქვეყანა მარაგდება ყველანაირი ტვირთით, თუმცა ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა წესი, რომ ინფექციის შემოსვლა თავიდან ავირიდოთ. იმ ქვეყნებთან რომლებთანაც ჩვენ საზღვარი გვაქვს, ყველგან ეპიდსიტუაცია დაძაბულია", — განაცხადა გამყრელიძემ.