დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან გუშინ პირველადი ინფიცირებულის დაახლოებით 100-მდე კონტაქტი გამოიკვლიეს, საიდანაც 15 შემთხვევაში კორონავირუსი დადასტურდა.

"საბურთალოს კლასტერის 100-მდე კონტაქტი შევისწავლეთ და კიდევ მიმდინარეობს ეს კვლევები. ამ კლასტერში სულ დადასტურდა 15 დადებითი შემთხვევა და გარდა იმისა, რომ ეს 15 ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოებში, ასევე, 30 ამ კლასტერიდან გადაყვანილია საკარანტინო სივრცეებში", — განაცხადა გამყრელიძემ.

ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 783 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 605 ადამიანი, გარდაცვლილი კი 12.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: