დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მოსაზრება, რომ ნიკოტინს კოვიდის საწინააღმდეგოდ დამცველობითი უნარი აქვს მითია და არც ერთი მტკიცებულებით დასტურდება.

მისი განმარტებით, კორონავირუსიც და ნიკოტინიც სასუნთქ სისტემას აზიანებს. როგორც ის ამბობს, მწეველი ადამიანები უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან, რადგან ნებისმიერი ინფექციური დაავადების, მათ შორის გრიპის დროს, თამბაქო დაავადების მიმდინარეობას ყოველთვის ამძიმებს.

"ერთი მხრივ, თამბაქოს ერთ-ერთი მოდების წერტილი არის, ისეთი დაავადება, როგორიცაა ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, რომელსაც დაახლოებით ყოველწლიურად ორიდან სამ მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე მიაქვს და სწორედ გულსისხლძარღვთა სხვა დაავადებების, თამბაქოსა და კოვიდის შეუღლება, უკვე მრავალი კვლევით დადგინდა. არის კოვიდის მეტად უფრო დამძიმების და უარესი გამოსავლის პირობა, ამიტომ მოსაზრება, რომ ნიკოტინს აქვს დამცველობითი უნარი კოვიდის საწინააღმდეგოდ, არის მითი და ხრიკი, ეს არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თამბაქო პირიქით, ამძიმებს კოვიდინფექციას. ეს ადამიანები უფრო მოწყვლადი ხდებიან, უფრო ადვილად უვითარდებათ სხვადასხვა გართულებები, მათ შორის სამწუხაროდ ფატალური გამოსავლით", — განაცხადა გამყრელიძემ.