მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 6 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ მონაცემები აშშ-ს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის გვერდზეა მოცემული.

მათივე მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას გლობალური მასშტაბით 369 254 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2 597 111 გამოჯანმრთელდა.

ქვეყნების მიხედვით, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა — 1 770 384, აშშ-ია დადასტურებული. მეორე და მესამე ადგილზე კი ბრაზილია — 498 440 და რუსეთია —396 575 დადასტურებული შემთხვევით.