საპროტესტო აქციების გამო აშშ-ს რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა
ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების გამო აშშ-ის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მინეაპოლისში, ატლანტაში, ლოს-ანჯელესში, ფილადელფიაში, პორტლენდსა და ლუისვილში, კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება დემოსნტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს.
მათივე ცნობით, საპროტესტო აქციები აშშ-ს 30-მდე ქალაქში გაიმართა. ათასობით ადამიანის მსვლელობები მოეწყო მინეაპოლისში, ნიუ-იორკში, მაიამიში, ატლანტასა და ფილადელფიაში.
ზოგიერთ ქალაქში დემონსტრანტებმა სპეცრაზმელებს ქვები დაუშინეს და სამართალდამცავების მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს, რასაც მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიები გამოიყენება მოჰყვა. ასევე, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.
ატლანტაში, ჯორჯიის შტატში, სადაც აქციის მონაწილეებმა შენობები დაარბიეს, ადამიანებისა და მათი ქონების დაცვის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ასევე, პარასკევს, გვიან ღამით, მინესოტას შტატში ეროვნული გვარდიის ასეულობით ჯარისკაცი შეიყვანეს. ეს არის სარეზერვო სამხედრო ძალა, რომლის გამოძახების უფლება მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტსა და შტატების გუბერნატორებს აქვთ და შეუძლიათ მათ ქვეყნის შიდა საგანგებო სიტუიაციებში ჩარევისკენ მოუწოდონ.
46 წლის ჯორფ ფლოიდი ორშაბათს, 25 მაისს დაკავების დროს გარდაიცვალა. პოლიცია სურსათის მაღაზიამ გამოიძახა, რადგან მათ განაცხადეს, რომ აფროამერიკელმა ყალბი ფული გამოიყენა.
ჯორჯ ფლოიდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციელმა ის ასფალტზე დააწვინა და კისერზე მუხლს აჭერდა. დაკავების მომენტი ერთ-ერთმა გამვლელმა გადაიღო. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა და პროტესტის მიზეზიც გახდა, ჩანს, რომ დაკავებული კისრიდან ფეხის აღებას ითხოვდა, რადგან ვერ სუნთქავდა.
"ვერ ვსუნთქავ", "არ მომკლათ" — ამ სიტყვებს იძახდა ფლოიდი, როცა პოლიციელი მას კისერზე მუხლს აჭერდა.
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
კომენტარები