ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მოუწოდებს გადახედოს გადაწყვეტილებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით. განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა გააკეთა.

მისი თქმით, თანამშრომლობა და სოლიდარობა პანდემიასთან ბრძოლაში ეფექტური საშუალებაა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უნდა შეეძლოს გააგრძელოს პანდემიასთან ბრძოლა, რისთვისაც მხარდაჭერა მნიშვნელოვაბია.

"უნდა მოვერიდოთ ქმედებებს, რომლებიც შეასუსტებენ საერთაშორისო შედეგებს. ამ კონტექტსში, ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, გადახედოს საკუთა გადაწყვეტილებას", — თქვა ევროკავშირის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა 29 მაისს განაცხადა, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოდის და მათ დაფინანსებას წყვეტს. მან მიზეზად ის დაასახელა, რომ ორგანიზაციამ საჭირო რეფორმები ვერ გაატარა და მას ჩინეთი აკონტროლებს. მისი თქმით, ჩინეთმა გავლენა მოახდინა ორგანიზაციაზე, რომ პანდემიის შესახებ არაზუსტი ინფორმაცია გაევრცელებინათ.

ტრამპის განცხადებით, WHO-სთვის განკუთვნილ დაფინანსებას სხვა ორგანიზაციებზე გადაანაწილებენ.

აშშ ორგანიზაციაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემტანი იყო. წინა წელს ჯანმოს ფინანსები 15 პროცენტი სწორედ მასზე მოდიოდა.