ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ვინაიდან დამსაქმებელი კომპანიების მიერ, დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ განაცხადების წარდგენის სავალდებულო ვადა, 30 მაისი, არასამუშაო დღეს ემთხვევა, ეს ვადა გახანგრძლივდა და დამსაქმებლებს განცხადების წარდგენა 1 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მოუწოდებს დამსაქმებელ კომპანიებს, შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა შეუფერხებლად მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ის ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ, ხელფასს იღებდნენ იანვარში, თებერვალსა და მარტში, მაგრამ არ უფიქსირდებათ ჩარიცხვა პირველი მაისის შემდეგ, თვეში 200-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ. სწორედ ასეთი დასაქმებულების სიები უნდა წარადგინონ შემოსავლების სამსახურში დამსაქმებლებმა.