დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 11 ადამიანს დაუდასტურდა. ჯერჯერობით უცნობია, ახალი შემთხვევები დადასტურდა კარანტინში მყოფ ადამიანებში თუ სხვაგან. ამის შესახებ მოგვიანებით გახდება აცნობილი.

ამასთან, 24-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. მონაცემები StopCov.ge-ზე უკვე განახლდა.

განახლება: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისის ე.წ. კლასტერიდანაა, ხოლო 9 თბილისში, ერთ-ერთი აქამდე ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირია.

ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 757 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 600 ადამიანი, გარდაცვლილი კი 12. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2966, ხოლოდ სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 250 პირი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: