ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
აშშ-ში, მინეაპოლისში დააკავეს ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი დააკავეს. მას ბრალად ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა ედება. დაკავებაში მონაწილე ოთხი პოლიციელი კი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია.
ჯორჯ ფლოიდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც დერეკ შოვინმა ის დააკავა, ასფალტზე დააწვინა და კისერზე მუხლს აჭერდა. დაკავების მომენტი ერთ-ერთმა გამვლელმა გადაიღო. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა და პროტესტის მიზეზიც გახდა, ჩანს, რომ დაკავებული კისრიდან ფეხის აღებას ითხოვდა, რადგან ვერ სუნთქავდა.
"ვერ ვსუნთქავ", "არ მომკლათ" — ამ სიტყვებს იძახდა ფლოიდი, როცა პოლიციელი მას კისერზე მუხლს აჭერდა.
ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ მინეაპოლისი პროტესტმა მოიცვა. უკვე მესამე ღამე ზედიზედ ქალაქის ქუჩები დემონსტრანტებმა დაიკავეს.
არეულობის დროს არაერთი მაღაზია და მანქანა დაზიანდა. პროტესტის მონაწილეებმა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გააჩინეს ხანძარი და პოლიციიის განყოფილება გადაწყვეს. მინესტოტას შტატის გუბერნატორმა, ტიმ ვალცმა მინეაპოლისის მერის თხოვნით, ქალაქსა და მის შემოგარენში ეროვნული გვარდიის 500 წევრი გაგზავნა და "მშვიდობიან დროს საგანგებო სიტუაცია" გამოაცხადა.
"ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა სამართლიანობამდე და სისტემურ ცვლილებამდე უნდა მიგვიყვანოს და არა უფრო მეტ სიკვდილთან და განადგურებასთან", — განაცხადა ტიმ ვალცმა გამოსვლის დროს და ყველას მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდა.
ქალაქში აქციები 26 მაისს დაიწყო, როცა ასობით ადამიანი იმ გზაჯვარედინზე მივიდა, სადაც ფლოიდი გარდაიცვალა. როგორც BBC წერს, ორგანიზატორები ცდილობდნენ, პროტესტის მშვიდობიანი ფორმა შეენარჩუნებინათ და კორონავირუსის გამო მოქალაქეებს დისტანციის დაცვისკენაც მოუწოდებდნენ. ამავე დროს, დემონსტრანტები ყვიროდნენ "ვერ ვსუნთქავ" და "შეიძლება მე ვყოფილიყავი".
პროტესტი მეორე ღამეს უკვე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ზოგიერთი მათგანი ქვებს ისროდა და პოლიციას ცრემლსადენ გაზზსაც ესროდა.
ჯორჯ ფლოიდის და, ფილონიზ ფლოიდი დამნაშავე პოლიციელების დაკავებასა და მათ დასჯას მოითხოვს:
"არ შემიძლია ხალხის გაჩერება, რადგან ისინი ტკივილს განიცდიან — ისინი იმავე ტკივილს განიცდიან, რასაც მე".
მინეაპოლისის პოლიციის უფროსმა, მედარია არადონდომ ფლოიდის სიკვდილით გამოწვეული ტკივილის გამო ბოდიში მოიხადა.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიდეოს ნახვის შემდეგ დამწუხრებული იყო და განაცხადა, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები