აშშ-ში პირდაპირ ეთერში CNN-ის ჯგუფი დააკავეს და 1 საათის შემდეგ გაათავისუფლეს
დღეს, მინეაპოლისში აქციების დროს CNN-ის გადამღები ჯგუფი პოლიციამ მაშინ დააპატიმრა, როდესაც ჟურნალისტი ომარ ხიმენეზი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადასცემდა ინფორმაციას. შტატის სამართალდამცავებმა ჟურნალისტი, პროდიუსერი და მისი ოპერატორი დააკავეს და ერთ საათში გაათავისუფლეს.
CNN-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ჟურნალისტი პოლიციას პრესის ნიშანს უჩვენებს და ეუბნება, რომ გადამღებ ჯგუფს მათ მიერ მითითებულ სხვა ადგილზე გადაიყვანს, თუმცა მას მაინც აპატიმრებენ.
იმის მიუხედავად, რომ ჩანაწერი პირდაპირ ეთერში გავიდა, პოლიციამ დაკავების მიზეზად გადამღები ჯგუფის დაუმორჩილებლობა დაასახელა. მოგვიანებით, მინესოტას გუბერნატორმა CNN-ის პრეზიდენტს, ჯეფ ზაკერს დაურეკა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.
გათავისუფლების შემდეგ, ხიმენეზი პირდაპირ ეთერში დაბრუნდა.
მინეაპოლისის ქუჩებში პროტესტი მესამე დღეა არ წყდება. არეულობის დროს არაერთი მაღაზია და მანქანა დაზიანდა. პროტესტის მონაწილეებმა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გააჩინეს ხანძარი და პოლიციიის განყოფილება გადაწვეს. მინესოტას შტატის გუბერნატორმა ქალაქსა და მის შემოგარენში ეროვნული გვარდიის 500 წევრი გაგზავნა და "მშვიდობიან დროს საგანგებო სიტუაცია" გამოაცხადა.
მინეაპოლისის მოქალაქეები დაკავებისას აფროამერიკელი კაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ, რომელიც მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც თეთრკანიანმა პოლიციელმა ის ასფალტზე დააწვინა და კისერზე მუხლი დააჭირა.
ფლოიდის დაკავების მიზეზი სავარაუდო ყალბი 10-დოლარიანი იყო. გამვლელის მიერ გადაღებულ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა, ჩანს, რომ დაკავებული კისრიდან ფეხის აღებას ითხოვს, რადგან ვერ სუნთქავს: "ვერ ვსუნთქავ", "არ მომკლათ" — ამ სიტყვებს იძახდა ფლოიდი სიცოცხლის ბოლო წუთებში.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
კომენტარები