გირჩის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, პალიკო კუბლაშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ნათქვამია მის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში:

"24 ნოემბერს დარეგისტრირდა ჩემი კომპანია Key Points consalting. კომპანიის მიზანია იურიდიული კონსულტაციების, საადვოკატო მომსახურების გაწევა და ბიზნეს ინიციატივების ლობირება.

არ ვაპირებ პარალურად საჯარო პოლიტიკური აქტივობის გაგრძელებას. ეს ხელს შეუშლიდა ჩემ საქმიანობასაც და პარტიასაც.

ამიერიდან ნებისმიერი საჯარო განცხადება ჩემი მხრიდან იქნება პირადად ჩემი პოზიცია და არანაირად არ უნდა იყოს გაგებული როგორც ”გირჩის ხედვა და პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.”

ვრჩები "გირჩის" რიგით მხარდამჭერად და ყოველთვის ვიქნები ზურა ჯაფარიძის და თითოეული გირჩელის გვერდით. ვრჩები იმ იდეების ერთგული რასაც გირჩი ემსახურება და რასაც მარტივად ქვია - მეტი თავისუფლება.

1998 წლიდან თითქმის უწყვეტად ვარ საჯარო სამსახურში, 2005 წლიდან ვიყავი პარლამენტის წევრი. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვისთან ერთადაც ან ვისთან ოპონირებისას მიმიღია მონაწილეობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებში.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალისტებს, რომელთა გარეშეც მე ვერ ვიქნებოდი საჯარო ფიგურა.

შევხვდებით აუცილებლად, ახლა უკვე კერძო სექტორში".