5 მარტივი რეცეპტი, რომელიც ზაფხულში ჯანსაღად გაგრილებაში დაგეხმარებათ
ბოლო თვეების განმავლობაში ცივ ამინდებს ცხელი ჩაით თუ ვებრძოდით, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ტემპერატურაც იმატებს და უფრო მეტად მიგვიწევს გული ცივი სასმელებისა და კერძებისაკენ.
სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორად განვსაზღვროთ დღის რაციონი და გაზიანი სასმელებისა თუ ტკბილი დესერტების ჭარბი მიღებით ჯანმრთელობას პრობლემები არ შევუქმნათ.
აღნიშვნა არ სჭირდება იმას, რომ სიცხესთან საბრძოლველად ცივი წყალი ყველაზე უებარი საშუალებაა და ამავდროულად აუცილებელიც: ზაფხულში განსაკუთრებით მაღალია გაუწყლოების რისკი, შესაბამისად, ამ პერიოდში მაქსიმალურად ბევრი წყალი უნდა მივიღოთ.
ახლა კი კიდევ რამდენიმე ძალიან მარტივ და ჯანსაღ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომლებიც თქვენი ზაფხულის დღეებს გააგრილებს და კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს.
1. ცივი ჩაი
ინგრედიენტები:
- 1 ცალი ლიმონი
- 3-4 ცალი ჩაის პაკეტი
- 1 ლიტრა წყალი
- 2-3 სუფრის კოვზი შაქარი (უკეთეს შემთხვევაში თაფლი)
- პიტნის 4 ფურცელი
დაასხით ადუღებული და შეგრილებული წყალი ჩაის პაკეტებს. სანამ ჩაი დაყენდება, მანამდე დაჭერით ნახევარი ლიმონი და ჩაყარეთ ბოთლში, დოქში ან სხვა ნებისმიერ სასურველ ჭურჭელში, მეორე ნახევარი კი ჩააწურეთ. დაამატეთ შაქარი და პიტნის ფურცლები, ბოლოს კი შეგრილებული ჩაი. მოურიეთ კარგად და შედგით მაცივარში, მოგვიანებით კი სურვილის შემთხვევაში ყინულის კუბებთან ერთად მიირთვით.
2. ცივი ჩაი ხილით
ინგრედიენტები:
- 3-4 ცალი ჩაის პაკეტი
- 1 ლიტრა წყალი
- 2-3 სუფრის კოვზი შაქარი (უკეთეს შემთხვევაში თაფლი)
- პიტნის 4 ფურცელი
- სეზონური ხილი — მარწყვი, ჟოლო, ფორთოხალი, ატამი
წინა რეცეპტის მსგავსად ამჯერადაც იმავე ნაბიჯებს მიჰყვებით, უბრალოდ ლიმონის ნაცვლად ჩაის თქვენთვის სასურველ ხილს ან რამდენიმე ხილის კომბინაციას ამატებთ. ასევე შეგიძლიათ არომატისთვის ჩააწუროთ ლიმონიც, თქვენს ნებაზეა. სასურველია, რომ ჩაი რამდენიმე საათის განმავლობაში იყოს მაცივარში და კარგად გაცივების შემდეგ მიირთვათ.
3. ლიმონათი
ინგრედიენტები:
- 5-6 ცალი ლიმონი
- 1 ლიტრა წყალი (სურვილის შემთხვევაში, გაზიანი)
- შაქარი გემოვნებით (ან თაფლი)
- პიტნა
- ყინულის კუბები
ლიმონათის მომზადება ძალიან ჰგავს ცივი ჩაის რეცეპტს, უბრალოდ ამჯერად ჩაის ნაცვლად მხოლოდ წყალს იყენებთ, თუ სურვილი გაქვთ — გაზიანს. სხვა ყველა ინგრედიენტს შეურიეთ 4-5 ცალი დაწურული ლიმონის წვენი, ერთი ცალი კი ცოცხლად ჩააჭერით. მორჩა, შედგით მაცივარში და გაცივების შემდეგ ჯანსაღად ჩაისველეთ ყელი.
4. არაალკოჰოლური სანგრია
ინგრედიენტები:
- 2 ცალი ლიმონი
- 2 ცალი ფორთოხალი
- ორი ცალი ატამი
- შაქარი გემოვნებით (ან თაფლი)
- რამდენიმე ცალი კენკრის რომელიმე სახეობა
- ორი ლიტრი წყალი
- ყინულის კუბები
ატამი და ერთი ცალი ფორთოხალი დაჭერით, მეორე ფორთოხალი და ლიმონი კი ჩააწურეთ. ჩაამატეთ კენკრა, ყინულის კუბები და შაქარი წყალთან ერთად, მოურიეთ და შედგით მაცივარში გასაციებლად.
5. ვეგანური ნაყინი
ინგრედიენტები:
- 2 ცალი ბანანი
- ნებისმიერი კენკრა (სურვილის შემთხვევაში)
- წყალი (სურვილის შემთხვევაში)
საყინულეში გაყინეთ ბანანი, შემდეგ გამოიღეთ და 10 წუთი აცადეთ გალღობა. შემდეგ დააბლენდერეთ სურვილის შემთხვევაში რომელიმე სასურველ კენკრასთან ერთად. შეგიძლიათ დაამატოთ ერთი სუფრის კოვზი წყალიც, თუ გსურთ უფრო თხელი კონსისტენცია მიიღოთ. შეიძლება მეტისმეტად მარტივი რეცეპტი ჩანს, თუმცა დაგვერწმუნეთ, ნამდვილად გემრიელ შედეგს მიიღებთ და გემოვნებისამებრ სხვა არომატებითაც შეგიძლიათ გაამდიდროთ ის.
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
გადახედვაამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი
-
გადახედვა15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი 15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი
-
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება ახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება
კომენტარები