ბოლივიაში მცხოვრებმა სამმა ბიჭმა ობობა შავ ქვრივს კბენის უფლება იმ იმედით მისცა, რომ ისინი ადამიანი-ობობას ძალებს შეიძენდნენ, თუმცა სანაცვლოდ საავადმყოფოში აღმოჩნდნენ.

12, 10 და 8 წლის ასაკის სამი ძმა ჩაიანტაში თხებს მწყემსავდნენ, როდესაც მათ ობობა იპოვეს. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ბიჭები მომაკვდინებელ ობობას განუწყვეტლივ ურტყავდნენ, სანამ მან საპასუხოდ ძმები არ დაკბინა.

ბავშვები დედამ იპოვა და ისინი მალევე ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მათ აღენიშნებოდათ სიცხე, კანკალი და კუნთების ტკივილი. შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ ბიჭები საბოლოოდ გამოწერეს.

ფოტო: Getty Images

შავი ქვრივი ობობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში სახეობაა, ჩრდილოეთ ამერიკაში კი ყველაზე შხამიანიც. მისი შხამი ჩხრიალა გველის შხამზე 15-ჯერ ძლიერია. ადამიანებში შხამი კუნთების ტკივილსა და დიაფრაგმის პარალიზებას იწვევს, რაც სუნთქვას ართულებს. არსებობს შემთხვევის ფატალურად დასრულების რისკიც, თუმცა საბენიეროთ იგი ძალიან დაბალია.

აღსანიშნავია, რომ შავი ქვრივი ადამიანს მხოლოდ თავდაცვის შემთხვევაში ესხმის თავს და როგორც წესი აგრესიულებიც არ არიან.