უმრავლესობის ლიდერმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციას მაზოხისტები უწოდა და აღნიშნა, რომ აქამდე ისინი დასიტები იყვნენ. ამ ფორმით უპასუხა მან კრიტიკას, რომელიც ინტერპელაციის მეთოდით პრემიერის მოსმენის დროს ოპოზიციისგან ისმოდა.

"რაც შეეხება ნაცკლასტერს, რომ გამოვყო იმათი [პატრიოტთა ალიანსის] კლასტერიდან, რა არი, მაზოხისტები ხართ. სადისტები იყავით მაშინ ძალა გქონდათ ხელში და სადიზმის არ ვიცი რამხელა დიაპაზონი და რამდენი ადამიანი არის დაზარალებული ამით. სისხლის ღვრაზე ლაპარაკობენ ახლა. სირცხვილი აღარ არის ბოლოს და ბოლოს?" — განაცხადა ვოლსკიმ პარლამენტის ტრიბუნიდან.

ინტერპელაციის მეთოდით პრემიერის მოსმენა პარლამენტში კრიტიკისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები გიორგი გახარიას 20 ივნისის მოვლენებს ახსენებენ, ევროპული საქართველო კი პანდემიის დროს გადადგმულ ნაბიჯებს არამართლზომიერად აფასებს. ამავდროულად, პატრიოტთა ალიანსი მმართველ გუნდს მოუწოდებს ოპოზიციასთან საუბრის ტერმინოლოგია შეცვალონ.