პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა, ირმა ინაშვილმა მმართველ გუნდს განუცხადა, რომ გოიმური მათი აზროვნებაა, როცა ისინი ოპოზიციას "გოიმებად და არაგოიმებად" ყოფენ. ინაშვილმა პარლამენტის წევრებს მეტი სერიოზულობისკენ მოუწოდა, უმრავლესობის წევრებსა და ხელისუფლებას კი ურჩია მეტი პატივისცემა გამოიჩინონ.

"ბოლო დროს ტერმინოლოგია, რომლითაც მოიხსენიებთ ოპოზიციას უნდა შეცვალოთ. ხან ცირკად მოისენიებთ საპარლამენტო დებატებს, ხან პოლიტიკურ მასკარადად. პოლიტიკური კლასის დაყოფა გადაწყვიტეთ "გოიმებად და არაგოიმებად". მე მგონია ყველაზე დიდი გოიმობა აი, ეს არის. ასეთი აზროვნება და ასეთი მიდგმობა საერთოდ", — განაცხადა ინაშვილმა.

20 მაისს, ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ისეთი "გოიმური" ოპოზიციური სპექტრის, როგორიც ახლაა, საქართველოს ისტორიაში არ ახსენდება. მან 21 მაისს ნომერ პირველი გოიმი უწოდა ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგა ბოკერიასაც, რომელმაც პასუხად თქვა, რომ თუ გოიმი ხარ, ნომერ პირველი უნდა იყო. მდინარაძემ კი აღნიშნა, რომ მთელ ოპოზიციას გოიმურს ვერ უწოდებს და გამონაკლისებიც აქვთ.

ამავე თემაზე: