ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, სალომე სამადაშვილმა პრემიერს რიტორიკული კითხვა დაუსვა თუ სად წავიდა ეკონომიკურ ზრდა და ქართველი ხალხის მომავალი. დეპუტატმა აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას ხელისუფლებაში მოსვლის დროს 8%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დახვდა.

"სად წავიდა ეს ზრდა და ვინ შეჭამა საქართველოს მოქალაქეების მომავალი?! საქართველოს მოქალაქეების მომავალი ბატონო პრემიერო შეჭამა იმ ქართულ-ჯიგრულმა მიდგომამ, რომელსაც თქვენ ეძახით კორუფციას და რომელიც სინამდვილეში სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით ისჯება", — თქვა სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორუფციაა და ჩამოთვალა ის მაგალითები და პროექტები, საიდანაც თანხა "ქრება". გიორგი გხარიამ, პარლამენტში მოხსნების დროს აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორუფცია არაა და შეიძლება რაღაც "ქართულ-ჯიგრულ პონტში" ხდება.

პრემიერმინისტრი პარლამენტში დღეს ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს კითხვებზე საპასუხოდ მივიდა.