ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის შემომწირველების მიერ ტენდერების მოგების ალბათობა მაღალია, რადგან ასობით შემომწირველი ჰყავთ. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"2016 წლიდან მოყოლებული არის ასეულობით ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელსაც განხორციელებული აქვს შემოწირულობა ქართული ოცნების სასარგებლოდ. ბუნებრივია, ძალიან დიდი დამთხვევა იქნება ტენდერებთან. აქ არანაირი სივრცე სპეკულაციებისთვის არაა", — აღნიშნა კობახიძემ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პანდემიის პირობებში ქართულმა ოცნებამ 2020 წლის 17 თებერვლიდან 15 მაისამდე 2 მილიონ ლარზე მეტის შემოწირულობა მიიღო. გამოცემას წერს, რომ 90 შემომწირველს არიან ისეთები, რომლებმაც პარტიას პირველად შესწირეს რესურსი ან წლების წინ სხვა პარტიას სწირავდა თანხას. ამასთან, რადიო თავისუფლება აღნიშნავს, იკვეთება კავშირები სახელმწიფო ტენდერებთან, აწარმოე საქართველოს დაფინანსებულ პროექტებსა და სხვა სახელმწიფო პროგრამებთან.