პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სოციალური დახმარებები დღეის მდგომარეობით 427 206-მა ადამიანმა უკვე მიიღო. ამ თემაზე პრემიერმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით დასმული კითხვების პასუხად ისაუბრა.

"ეს ჩემო მეგობრებო და პატივცემულო დეპუტატებო არის 427 206 ადმიანი, ეს ის რაოდენობაა ადამიანების, რომლებმაც დღეის მდგომარეობით, სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარება, ქეშის სახით, პირდაპირ თავიანთ ანგარიშებზე მიიღეს", — თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერის ინფორმაციით, ამ ადამიანებზე გაცემული დახმარება შემდეგნაირად ნაწილდება:

  • 72 175 მოქალაქემ მიიღო 1 200 ლარის სოციალური დახმარება;
  • 52 151 თვითდასაქმებულმა მიიღო კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით;
  • 194 796 მოქალაქემ ( რომელთა სარეიტინგო ქულა 65 ათასიდან 100 ათასამდეა) მიიღეს პირველი დახმარება;
  • 22 644-მა მოქალაქემ, მრავალშვილიანმა ოჯახმა მიიღო დახმარება;
  • 40 440 შშმ პირმა და ბავშვმა მიიღო დახმარება;
  • 18 000-მა ფერმერმა უკვე შეიძინა აგრო დიზელი შეღავათიანი ფასით;
  • 27 000 ფერმერს დაერიცხა აგრო ქულები.

დღეს, 29 მაისს პრემიერი პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგება და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.