IDFI: პარლამენტმა ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს მხარი არ უნდა დაუჭიროს
ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს, რომ პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი არ უნდა დაუჭიროს დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ინფორმაციულ უსაფრთხოებას ეხება.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, პროექტის ინიცირებისთანავე სამოქალაქო საზოგადოებამ მის ხარვეზებზე ისაუბრეს. კერძოდ:
- კანონპროექტით იქმნება სისტემა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო დონეზე ინფორმაციული უსაფრთხოების ეფექტურობას;
- ის შეიცავს ინფორმაციულ სისტემებზე და თუ მათში დაცულ პერსონალურ თუ კომერციული სახის ინფორმაციაზე ტოტალური კონტროლის რისკს;
- კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ნორმებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს.
ცვლილების შემოთავაზებული ვერსიის შესაბამისად, ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების მენეჯმენტის ფუნქცია მონაცემთა გადაცვლის სააგენტოსგან (DEA) გადაეცემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერაციულ-ტექნიკურ სააგენტოს (OTA). IDFI-ს განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯით სუს-ს უკონტროლო ძალაუფლება მიენიჭება, ხოლო ცვლილებების პაკეტში არსებული ბუნდოვანი განმარტებები ფართო ინტერპრეტაციის საშიშროებას ბადებს.
"სამწუხარო ფაქტია, რომ პირველი მოსმენის დროს ჩატარებული საკომიტეტო განხილვების ფარგლებში არასამთავრობო სექტორის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები კანონპროექტში ფაქტობრივად არ ასახულა: მეორე მოსმენისათვის კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში ასახული შენიშვნები შეეხო მხოლოდ რამდენიმე დეფინიციის დავიწროებას, არსობრივი და პრინციპული შინაარსობრივი საკითხები კი კვლავ გამოწვევად რჩება", — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
როგორც IDFI აღნიშნავს, შემოთავაზებული რედაქციით, სუს-ს მიეცემა სამართლებრივი ბერკეტი, ჰქონდეს მაქსიმალური წვდომა აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებისა და კერძო სექტორის ზოგიერთი სუბიექტის ინფორმაციულ აქტივებზე ყოველგვარი საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე.
"კვლავ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აუცილებელია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საგარეო და საშინაო რისკების განსაზღვრა და მათი დაცვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა, აუცილებლად გასათვალისწინებელია საქართველოს რეალობა, სახელმწიფო მმართველობის სისტემების ბუნება და ანგარიშვალდებულების მექანიზმები. უსაფრთხოების სექტორის უფლებამოსილებების დაგეგმილი ზრდა, პოტენციური და მკაცრი რეგლამენტირების გარეშე, მოიცავს პირთა განუსაზღვრელი წრის ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის მომეტებულ რისკებს", — ამბობენ IDFI-ში.
მათივე თქმით, კანონპროექტი თავისი არსით ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეგულაციებს, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და GDPR-ის მოთხოვნებს პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით გათვალისწინებული პროცედურების ჭრილში.
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
კომენტარები