Twitter-მა დონალდ ტრამპის ტვიტი "ძალადობის წახალისების გამო" დამალა
Twitter-მა ამერიკის პრეზიდენტის ტვიტი დამალა და მიზეზად "ძალადობის წახალისება" მიუთითა. დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული სტატუსი მინეაპოლისში შეკრებილ აქტივისტებს აფრთხილებდა. მოქალაქეები დაკავებისას აფროამერიკელი კაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ. ჯორჯ ფლოიდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც თეთრკანიანმა პოლიციელმა ის ასფალტზე დააწვინა და კისერზე მუხლი დააჭირა.
"როცა იწყება მოროდიორობა, იწყება სროლაც", — ამ სიტყვებით გააფრთხილა ტრამპმა მოქალაქეები და იმავე ტვიტში ქალაქის მერს სამხედრო დახმარება აღუთქვა.
გამოქვეყნებიდან ორ საათში, ტვიტერმა პოსტი დამალა, მასზე გაფრთხილება განათავსა და ისიც ახსნა, რატომ არ წაშალა პოსტი:
"ეს ტვიტი სოციალური მედიის წესებს ეწინააღმდეგება და ახალისებს ძალადობას. თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ის კვლავ ხელმისაწვდომია".
გაფრთხილება გადავიდა იმ ადამიანების პროფილებზეც, რომლებმაც ის გადატვიტეს. პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული ტექსტის წაკითხვა მომხმარებლებს ტვიტზე "ნახვის" ფუნქციის მითითების შემდეგ შეუძლიათ.
მინეაპოლისის ქუჩებში პროტესტი მესამე დღეა არ წყდება. არეულობის დროს არაერთი მაღაზია და მანქანა დაზიანდა. პროტესტის მონაწილეებმა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გააჩინეს ხანძარი და პოლიციიის განყოფილება გადაწვეს. მინესოტას შტატის გუბერნატორმა ქალაქსა და მის შემოგარენში ეროვნული გვარდიის 500 წევრი გაგზავნა და "მშვიდობიან დროს საგანგებო სიტუაცია" გამოაცხადა.
ფლოიდის დაკავების მიზეზი სავარაუდო ყალბი 10-დოლარიანი იყო. გამვლელის მიერ გადაღებულ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა, ჩანს, რომ დაკავებული კისრიდან ფეხის აღებას ითხოვს, რადგან ვერ სუნთქავს: "ვერ ვსუნთქავ", "არ მომკლათ" — ამ სიტყვებს იძახდა ფლოიდი სიცოცხლის ბოლო წუთებში.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები