პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, დღეს 29 მაისს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის პირველ დღეს, პირბადის გარეშე მგზავრობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ მან დღეს პარლამენტში გამოსვლისას თქვა:

"დღეს საქართველოში გაიხსნა ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს გონიერებისთვის და თანადგომისთვის, დღეს არცერთი შემთხვევა, ჯერჯერობით, დაფიქსირებული არ არის მუნიციპალურ ტრანსპორტში".

ორი თვის შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, თუმცა შეზღუდვებით. აკრძალულია პირბადის გარეშე ტრანსპორტში შესვლა, ასევე, არ შეიძლება მიკროავტობუსში მგზავრების ფეხზე დგომა.

გუშინ, 28 მაისს თბილისის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადით ავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, "ავტობუსი არ დაიძრება".