ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ინტერპელაციის მეთოდით მისულ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას განუცხადა, რომ პარლამენტში მის წინა გამოსვლაში თავის მოსაწონი არაფერი იყო. გოცირიძემ აღნიშნა, რომ გახარია თავისი სურვილით მივიდა პარლამენტში ინტერპელაციამდე 2 დღით ადრე და მესამედაც აპირებს მისვლას, რითიც თავის მოწონებას აპირებდა მოქალაქეებისთვის, თუმცა დამაიმდებელი არაფერი უთქვამს.

"2 დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ 11-საათიანი მოხსენება პრემიერმინისტრისა და აქედან ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერცერთი ზუსტი პასუხი. ვერ მოვისმინეთ ვერცერთი დამაიმედებელი პასუხი, რომელიც ამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ჩვენს მოქალაქეებს რაიმე სიმშვიდეს, დახმარებას ან მხარდაჭერას მოუტანდა", — განაცხადა გოცირიძემ.

27 მაისს პარლამენტში გიორგი გახარიას მოხსენება მმართველმა გუნდმა "მასტერკლასად" შეაფასა. გახარიამ ქართული ოცნების დეპუტატებისგან არაერთი მადლობა და ტაში დაიმსახურა. საპირისპიროდ, მან კრიტიკა მიიღო ოპოზიციისგან.