დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 8 დაინფიცირდა. ამის შესახებ მონაცემები Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 746 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 576 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 12. კარანტინის რეჟიმში 2 966 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 250.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარიან ეზუგბაიას თქმით, 8 ახალი ინფიცირებული პაციენტიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო 2 ბოლნისიდან. მისი თქმით, ინფიცირებულებს შორის ხანდაზმულები არ არიან, ხოლო ერთი 16 წლისაა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში დღე-ღამის განმავლობაში 8 დადასტურებული და ერთი საეჭვო შემთხვევის პაციენტი შევიდა. მისი ინფორმაციით, 3 მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, ბოლო მონაცემებით კლინიკაში 40 დადასტურებული შემთხვევა რჩება.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: