ტრამპმა სოციალური მედიის დაცვის შეზღუდვაზე ბრძანებას მოაწერა ხელი
მას შემდეგ, რაც ტვიტერმა აშშ-ს პრეზიდენტის ტვიტს "პოტენციურად შეცდომაში შემყვანი" უწოდა, დონალდ ტრამპმა სოციალური მედიის კომპანიების წინააღმდეგ ბრძანებას მოაწერა ხელი.
აღმასრულებელ ბრძანებაში წერია, რომ იურიდიული იმუნიტეტი აღარ გავრცელდება ონლაინ პლატფორმებზე, ფეუსბუქსა და ტვიტერზე, თუკი ისინი მომხმარებელთა მიერ გავრცელებული პოსტის შინაარსს შეცვლიან.
დოკუმენტში, ასევე, ნათქვამია, რომ იმუნიტეტი არ გავრცელდება არც პოსტების დაბლოკვის შემთხვევაში, იმ მიზეზით, რაც აღწერილი არ არის ვებსაიტის სერვისის პირობებში.
ოვალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავისუფალი სიტყვა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხის წინაშეა:
"სოციალური მედიის მონოპოლისტები აშშ-ში საჯარო და პირადი კომუნიკაციების დიდ ნაწილს აკონტროლებენ. მათ ჰქონდათ ძალაუფლება ჩაესწორებინათ, დაეცენზურებინათ, აეკრძალათ, დაემალათ ვირტუალურად კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმა მოქალაქეებსა და დიდ საზოგადოებრივ აუდიტორიას შორის".
როგორც ამერიკის ხმა წერს, 27 მაისს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტვიტერს შურისძიებით დაემუქრა. მანამდე, სოციალური მედიის პლატფორმამ მის განცხადებებზე ფაქტების გადამოწმების გაფრთხილების იარლიყი მიამაგრა. პრეზიდენტმა ტრამპმა ტვიტერს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა და სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმა დააბრალა.
სამშაბათს პრეზიდენტ ტრამპის ტვიტზე გაჩნდა თან დართული შეტყობინება სათაურით: "ტრამპი უსაფუძვლოდ აცხადებს, რომ წერილობით ხმის მიცემა არჩევნების გაყალბებას გამოიწვევს". გაფრთხილებას თან ახლავს რამდენიმე მასალა, დართული აქვს "ფაქტ-ბოქსი", რაც ფაქტების ნუსხას, სიას ნიშნავს.
ტვიტერის პრესსპიკერი აცხადებს, რომ მათი უპრეცედენტო ნაბიჯი ახალ პოლიტიკას ეფუძნება, რომელიც არ დაუშვებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაOldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ Oldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ
-
გადახედვა"გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი "გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
კომენტარები