მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ჩემპიონატის, ინგლისის პრემიერ ლიგის განახლება 17 ივნისს იგეგმება. როგორც New York Times წერს, მატჩები გულშემატკივრების გარეშე, ჯანდაცვის მკაცრი პროტოკოლით ჩატარდება.

ინგლისის ჩემპიონატამდე, გასულ კვირას განახლდა გერმანიის ბუნდესლიგა. გარდა ამისა, იგეგმება რამდენიმე ჩრდილოეთ ამერიკული ლიგის დაბრუნებაც.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ინგლისის ჩემპიონატი ორი მატჩით გაიხსნება: ასტონ ვილა, შეფილდ იუნაიტედი და მანჩესტერ სიტი – არსენალი.