მერია: ბარათაშვილის ხიდიდან ორბელიანის მოედნამდე ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება
თბილისის მერიის განცხადებით, ბარათაშვილის ქუჩაზე რეაბილიტაციის სამუშაოების გამო, ბარათაშვილის ხიდიდან ორბელიანის მოედნამდე საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.
უწყების განმარტებით, 3 ივნისამდე მოძრაობა აკრძალული იქნება ბარათაშვილის ხიდიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. თავისუფლების მოედანზე მოსახვედრად, მძღოლებს შეუძლიათ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, მშრალი ხიდისკენ იმოძრაონ. ასევე, გადაადგილდნენ ჭანტურიას ქუჩაზე და რუსთაველის გამზირის გავლით, თავისუფლების მოედანზე მოხვდნენ. აღნიშნული მარშრუტი იმოქმედებს უკუმიმართულებით მოძრაობის დროსაც.
ამასთანავე, მოძრაობა თავისუფალი იქნება გმირთა მოედანზე, საიდანაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლები მელიქიშვილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გავლით, თავისუფლების მოედანზე მოხვედრას შეძლებენ. თავისუფლების მოედნიდან კი მოძრაობა დაშვებული იქნება მაჩაბლისა და ასათიანის ქუჩების გავლით, საიდანაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლები ვახტანგ გორგასალის ქუჩისკენ გადაადგილდებიან.
მერიის განმარტებით, სამუშაოების მეორე ეტაპისთვის, რომელიც 3 ივნისიდან 10 ივნისამდე პერიოდში ჩატარდება, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით. მესამე ეტაპზე კი, 10 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით, პირველი ეტაპის მსგავსად, მოძრაობა გადაიკეტება ბარათაშვილის ხიდიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების მეოთხე ეტაპს, 13-დან 16 ივნისამდე, სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის. პროექტის ყველა ეტაპზე, ტრანსპორტი იმოძრავებს დაწესებული მარშრუტის შესაბამისად.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შპს ჯი არ ჯი ასრულებს. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიური, ხოლო ტროტუარი მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით. ასევე, შეიცვლება გარე განათების ბოძები, დამონტაჟდება LED განათების სისტემა, ელექტროსადენები კი, მიწის ქვეშ მოექცევა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები