ევროპაში, ყოველ მესამე ქალს ნეანდერტალელებისგან პროგესტერონის რეცეპტორი მემკვიდრეობით აქვს მიღებული — გენი, რომელიც მომატებულ ნაყოფიერებასთან, ორსულობის თავდაპირველ ეტაპზე ნაკლებ სისხლდენასა და ასევე ნაკლებ ნაადრევ მშბიარობასთან არის კავშირში.

"პროგესტერონის რეცეპტორის მაგალითით შეგვიძლია დავინახოთ, რომ თანამედროვე ადამიანის ნეანდერტალელებთან შერევას დღეს მცხოვრებ ადამიანებზე საკმაოდ დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ჰუგო ზებერგმა.

პრგესტერონი ჰორმონია, რომელიც მენსტრუალურ ციკლსა და ორსულობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მკვლევრებმა 450 000-ზე მეტი მოხალისის მონაცემები გაანალიზეს. როგორც აღმოჩნდა, მათგან 244 000 ნეანდერტალელთა რეცეპტორის მატარებელია.

"იმ ქალების რაოდენობა, რომლებსაც მემკვიდრეობით ეს გენი ერგოთ, სხვა ნეანდერტალურ გენების მატარებელ ადამიანებზე ათჯერ მეტია", — განმარტავს ჰუგო ზებერგი.

კვლევის მიხედვით, ქალები, რომლებიც რეცეპტორის ნეანდერტალურ ვარიანტს ატარებენ, ორსულობის ადრეულ ეტაპზე სისხლდენის ბევრად ნაკლები შანსი აქვთ და უფრო მეტ შვილს აჩენენ. მოლეკულურმა ანალიზმა კი აჩვენა, რომ ისინი პროგესტერონის რეცეპტორის ბევრად მეტ რაოდენობას გამოიმუშავებენ, რაც, შესაძლოა, ნაადრევი მშბიარობისგან და სისხლდენისგან დაცვას უზრუნველჰყოფდეს.

კვლევა 21 მაისს, მაქს პლანკის ინსტიტუტისა და შვედეთის კაროლინსკის ინსტიტუტის მკვლევრების მიერ ჟურნალ Molecular Biology and Evolution-ში გამოქვეყნდა.