საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობას გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ნდობა გამოუცხადა 110 ხმით, 19-ის წინააღმდეგ. კვორუმისთვის საჭირო იყო 76 ხმა.

კენჭისყრამდე რეგისტრაცია გაიარა სულ 123-მა დეპუტატმა.

ნდობის გამოცხადების საკითხი და სამთავრობო პროგრამის განხილვა დღეს, 26 ნოემბერს 12 საათიდან მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომა მთავრობის წევრებსა და დეპუტატებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რასაც მოჰყვა კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების სიტყვით გამოსვლა.

ახალი მინისტრთა კაბინეტი იხილეთ აქ.