საქართველოს მთავრობა იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტს დაასუბსიდირებს. ამის შესახებ დღეს, 28 მაისს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, სუბსიდია შეეხება ყველა იმ იპოთეკური სესხის კონტრაქტს, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის განმავლობაში.

"ეს შექმნის რეალურ მოთხოვნას სამშენებლო ბაზარზე. ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ გვერდით დავუდგებით და მივეხმარებით იმ მოქალაქეებს, რომლებიც გადაწყვეტენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას".