იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიგა ბოკერიას სიტყვებს პასუხობს და ამბობს, რომ მისგან მსგავსი ტიპის "მასკარადი "უჩვეულო არაა.

"განსაკუთრებით როცა მხედავს, მას ემართება ბნედა, პოლიტიკურ ბნედას ვგულისხმობ. მე მინდა დანანებით აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი, საბოლოოდ აღვნიშნეთ დღეს, ბნელეთისკენ მიაქანებს საკუთარ პოლიტიკურ ძალას იმის გამო, რომ დღეს მისი პოლიტიკური პარტია, ესენი არ იყვნენ ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი ნაციონალები, ესენი იყვნენ ვითომ გასუფთავებული ნაციონალები, რომლებიც საყვედურობდნენ პრემიერმინისტრს, ეს ჯარიმების ოდენობები მაღალი რომ არის ვაპროტესტებთო და ეკლესიის წარმომადგენლები არ დააჯარიმეთო", — განაცხადა წულუკიანმა.

დღეს, 27 მაისს პარლამენტში სესიის დროს ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, პრემიერმინისტრს მიმართა, რომ თეა წულუკიანს აუხსნას ვინ არიან ქვეყნის მეგობრები. ბოკერიამ პარტნიორების კრიტიკაზე თეა წულუკიანის რეაგირება "პოლიტიკური ბოღმად" შეაფასა.