ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მოქალაქეებს მის ნომერს მორტყუებით აძლევენ, თითქო ქართული ოცნების ოფისია, საიდანაც დახმარებას გასცემენ.

მისი თქმით, ამას საზოგადოების გასაღიზიანებლად ოპოზიცია აკეთებს.

"ბოლო კვირაა ჩემთან შემოდის არაერთი ზარი. ერთი 40 წუთის წინ იყო ზარი ხულოდან. მათ კონკრეტული ნომრით უკავშირდებიან. ეუბნებიან, რომ ეს არის ქართული ოცნების ოფისი, აძლევენ ჩემს ნომერს და კიდევ ერთი კომიტეტის თავმჯდომარის და ეუბნებიან, მიმართეთ მათ და თქვენ გეკუთვნით 400 ლარიანი დახმარება და 150 ლარიანი ვაუჩერი. ეს, რა თქმა უნდა, ემსახურება საზოგადოების გაღიზიანებასა და შემდეგ ამაში პოლიტიკური სარგებლის ძიებას", — განაცხადა ხუნდაძემ.

როგორც ხუნდაძე ამბობს, ნომერს, რომლიდანაც მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ, შესაბამის უწყებებს გადასცემს.