პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია დეპუტატ გიგა ბოკერიას კითხვას, მოხსნის თუ არა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, პასუხობს, რომ დააწინაურებს.

"მოხსნით ამ მინისტრს ასეთი სამარცხვინო განცხადებისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირებს ჩვენი მეგობრების კრიტიკას, რომელსაც რომც არ ეთანხმებოდეთ, უკავშირებს მტრული სახელმწიფოს ოკუპაციას და ილია ჭავჭავაძეს იხსენებს. მოხსნით?! ახლა შეგიძლიათ უთხრათ, რომ გადაყენებულია?! თუ არა?!" — იკითხა გიგა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, პრემიერმინისტრს მიმართა, რომ თეა წულუკიანს აუხსნას ვინ არიან ქვეყნის მეგობრები. ბოკერიამ პარტნიორების კრიტიკაზე თეა წულუკიანის რეაგირება "პოლიტიკური ბოღმად" შეაფასა.